Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთ­ნო­ლოგიაში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტები:

1.1. 2022-2023 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.

1.2. ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეც­ნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში. 

1.3.მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.

1.4. განცხადება.

(შენიშვნა: სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2023 წლის კურდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე. შესაძლებელია, სტუდენტს 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და, შესაბამისად, შერჩევა მოხდეს სამეცნიერო აქტივობის შეფასებით;  ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტს, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა)

საბუთები მიიღება 2023 წლის 10 ოქტომბრიდან – 17 ოქტომბრამდე  არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.

საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა